2-4 ივნისს ექსპოჯორჯიაში გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, სადაც მეღვინეობა აგიდელას ღვინოებიც იყო წარმოდგენილი. მეღვინეობას წარდგენილი ჰქონდა ორი ღვინო, 2022 წლის მოსავლის გორული მწვანე და თავკვერი როზე, WinExpo 2023-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც გამოფენის ფარგლებში ჩატარდა. ორივე ღვინომ ვერცხლის მედალი მოიპოვა.