აგიდელა • AGIDELA
მეღვინეობა "აგიდელა" 2020 წელს დაარსეს ლაშა ჭკუასელმა და ელი ცისკარიშვილმა. ლაშა და ელი პროფესიით მეღვინეები არიან, ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით. "აგიდელა" აწარმოებს ქართლის გამორჩეული ვაზის ჯიშებისგან კლასიკურ და ცქრიალა ღვინოებს. მეღვინეობის მთავარი მიზანი ღვინის ხარისხზე ფოკუსირება და შიდა ქართლის რეგიონში მეღვინეობის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანაა.